ნავის ჩაძირვას 5 ადამიანი ემსხვერპლა

2023-03-12 12:46:51

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. თურქეთის სანაპირო დაცვის, ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი. მაშველებმა 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათ შორისაა ერთი ბავშვი.

ხოლო იმავე ნავის კიდევ 5 მგზავრი  საბერძნეთის ტერიტორიაზე, კუნძულზე იპოვეს. გადარჩენილების ინფორმაციით, ნავზე სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც თურქეთის, ასევე საბერძნეთის სანაპირო დაცვა იტყობინება, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.