შვილმა დედა ნაჯახით მოკლა

2021-03-11 21:59:16

სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში შვილმა დედა ნაჯახით მოკლა.

როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.