საბერძნეთში ქართველები დააკავეს

2023-03-11 19:20:51

საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 42 და 51 წლის კაცებმა საცხოვრებელი სახლის კარები გატეხეს და შიგნით უკანონოდ შეაღწიეს.

პოლიციამ ისინი რამდენიმე წუთში საცხოვრებელ ბინაშივე აიყვანა. როგორც ცნობილია, თავად სახლის მეპატრონე იმ დროისთვის ქალაქში არ იმყოფებოდა.

ბერძნული მედია წერს, რომ ახლა ხელისუფლება იძიებს მონაწილეობდნენ თუ არა დაკავებულები ქურდების სხვა მსგავს საქმეებში.