იცოდი? - როდის და სად გაკეთდა პირველი ქუჩა რუსთავში

2023-03-11 17:10:25

იცოდი? - რომ რუსთავში პირველი ქუჩა ქალაქის დაარსებამდე არსებობდა.

ჩვენი ქალაქის ხელახალი მშენებლობა მე-20 საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო და პირველი ქუჩა ჯერ კიდევ მაშინ გაკეთდა, როდესაც რუსთავი გარდაბნის რაიონის შემადგენლობაში შედიოდა და დაბა რუსთავად იწოდებოდა.

საისტორიო არქივს შემორჩენილი ფოტომასალების მიხედვით, პირველი ქუჩის მშენებლობა 1944 წელს უნდა დაწყებულიყო.

ქუჩაზე ძირითადად კარვები იდგა, სადაც ის ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ნაწილიდან ინდუსტრიული ქალაქის მშენებლობისთვის ჩამოვიდნენ.

რუსთავის პირველი ქუჩა დღევანდელი აკაკი წერეთლისა და კომუნალურების ქუჩების მიმდებარედ მდებარეობდა.

ქუჩაზე საცხოვრებელ კარვებთან ერთად იყო მედპუნქტი და სასადილო კარავი.

 


სავარაუდოდ, სწორედ ამავავე ქუჩაზე გაკეთდა პირველი საავტომობილო გზაც, ამავე წელს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები