თამარ ჩუგოშვილი:
"რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს:
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, იგი მხოლოდ ინიციტორების საკუთრება/პასუხისმგებლობა აღარაა და ეკუთვნის მთლიანად პარლამენტს, ამიტომ მხოლოდ ინიციატორები მას ვეღარ გაიხმობენ.
ახლა ამ კანონზე უარის თქმის პროცედურული გზა არის მისი უარყოფა მეორე მოსმენაზე. პროექტი უნდა გავიდეს მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩვარდეს. გფორმდება დადგენილება მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
ასევე, ჩავარდნის შემთხვევაშიც კი, ინიციატორებს ერთი თვის ვადა აქვთ მის გასაცოცხლებლად და კენჭისყრაზე შესაბრუნებლად. რასაც, დიდი იმედი მაქვს აღარ ჩაიდენენ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი:
“მუხლი 101”
3. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.
“მუხლი 112”
16. კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
17. თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში მისი ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც განმეორებით ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას."