დაბა სურამთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა, რა დროსაც ერთი-ერთი ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
სამწუხაროდ, მეორე ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.