ცაგერის მუნიციპალიტეტში კლდის მასისა და თოვლის ჩამოშლის შედეგად მოყოლილი ავტომობილის მძღოლი მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ალუდა თუთისანმა განუცხადა.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე დასრულებულია სამაშველო ოპერაცია, 43 წლის მასწავლებლის ცხედარი ავტომობილიდან ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი