"მეგობარმა ესროლა 5 ტყვია"

2023-02-10 14:38:06

სოფელ მარტყოფში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივების თქმით, 34 წლის მამაკაცს მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 5 ტყვია ესროლა. არსებული ინფორმაციით, გასროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

სროლის ხმა სოფელ მარტყოფში ადგილობრივებმა გვიან ღამით, დაახლოებით 12 საათზე გაიგეს. 34 წლის კაცმა, ასევე 34 წლის მეგობარი სოფლის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიბარა, სადაც კონფლიქტი მოხდა.

მკვლელობის შესაძლო მოტივის შესახებ ადგილობრივებს საუბარი უჭირთ. მომხდარის შემდეგ ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის დილით პოლიციას თავად ჩაბარდა.

გამოძიება დაკავებულს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მკვლელობას ედავება.