გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო.
მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული უკვე დაკავებულია.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.