თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა წარადგინეს.