რუსთავში მამაკაცმა ცოლსა და არასრულწლოვან შვილს სცემა

2023-02-08 00:11:28

რუსთავში მამაკაცმა ცოლსა და არასრულწლოვან შვილს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, 40 წლამდე მამაკაცმა ცოლს და შვილს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.