გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი სალხში შევარდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.