აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ნევ იაკოვში შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ლოცვის შემდეგ სინაგოგას ტოვებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ 9 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მას სამართალდამცავებმა ცეცხლი გაქცევის მცდელობისას გაუხსნეს.
ისრაელის მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ თავდამსხმელი 21 წლის პალესტინელი იყო. მომხდართან დაკავშირებით, ისრაელის უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა.