ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

2023-01-26 11:09:58

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14 წლის მოზარდი, რომელმაც შეჯახებისას დაზიანება ქვედა კიდურებზე მიიღო.

ადგილობრივების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შედეგად ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ორი ძმა და მეორე ავტომანქანის მძღოლი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, რომელიც ამ წუთებში თელავის რეფერალური საავადმყოფოდან კატასტროფის ჯგუფს თბილისში გადაჰყავს. ორი დაშავებული კი თელავში განაგრძობს მკურნალობას. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.