12 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

2023-01-25 18:49:08

დუშეთში, 12 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა.

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბავშვის დედა ავრცელებს.

მისი თქმით, შემთხვევა დუშეთის კინოთეატრთან მოხდა.

"დღეს 12 წლის შვილი, დამიგლიჯა დუშეთის კინოსთან ძაღლმა, ეს მერამდენე შემთხვევა ყოფილა ამ ძაღლისგან?! იმ ფოტოს ვერ დავდებ, რეალურად როგორცაა გამოგლეჯილი.." - წერს ბავშვის დედა.

წყარო: პრაიმ ტაიმი