გერმანიაში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

2023-01-25 18:03:04

გერმანიაში, ქალაქ კოტენში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქართველი კაცი ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 30 წლის ქართველი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 7 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულებს შორისაა გარდაცვლილი ქართველის მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილიც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები