ავარია რუსთავის ავტობანზე მსხვერპლით დასრულდა [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის ავტობანზე, "მერსედესის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან არხში გადავარდა და ამოტრიალდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავტომობილში 23 წლის დავით ხუციშვილი იმყოფებოდა, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.