ავარია შარტავას გამზირზე (ფოტოები).

2016-12-06 10:24:41

ავტოსაგზაო შემთხვევა შატავას გამზირზე დაახლოებით 09:30 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით "სუბარუ"-ს და "მაზდა"-ს მარკის ავტომობილები ერთმანეთს წრესთან დაეჯახნენ, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან ავარიის შემდეგ "სუბარუ"-ს მარკის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მსუბუქად დაშავდა"მაზდა"-ს მძღოლი, რის გამოც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მისი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და იმ პირის დადგენა რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ადგილიდან მიიმალა.

RUSTAVI