ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად მოკლულია 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი.
სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი პირი "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში შეიყვანეს. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
ერთი დაჭრილი ქალი გადაყვანილია თბილისში. მას დაზიანებები თვალის არეში აქვს მიყენებული. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია უტარდება. დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.