საგარეჯოში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სპეცოპერაციის დაწყებისთანავე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, მან თავი აიფეთქა.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა სავარაუდოდ, 6 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი მოკლა.
არიან დაჭრილებიც, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
საგარეჯოში დამატებითი საპოლიციო დანაყოფები არიან მობილიზებულები.