სომხეთში ხანძარს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2023-01-19 13:21:50

სომხეთში, შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ერთ-ერთი ნაწილის ყაზარმაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინფორმაციას ადასტურებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

მისი პრესმდივნის, არამ ტოროსიანის ცნობით, მძიმეა 3 დაშავებულის მდგომარეობა.

ცეცხლი გუშინ გვიან ღამით, გეგარკუნიკის ოლქში დისლოცირებული საინჟინრო-გამნაღმველი ასეულის ყაზარმაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.