ქართველი ბიჭი, რომელსაც პოლონეთში ეძებდნენ, იპოვეს

2023-01-15 16:43:28

პოლონეთის ქალაქ შჩეცინიდან 13 იანვარს გაუჩინარებული 21 წლის მიშო ხარაშვილი იპოვეს.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მიშოს დედამ ეკა ასაშვილმა აცნობა. მისი ინფორმაციით, მიშო იპოვეს შჩეცინიდან დაახლოებით, 700 კილომეტრით მოშორებულ ქალაქში და ამჟამად, პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში ჰყავთ გადაყვანილი.

"იქ მყოფმა ჩვენმა ნათესავებმა დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ცოცხალია და კარგად არის. პოლიციაში გადაჰყავთ ახლა. რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ცოცხალია", - თქვა ეკა ასაშვილმა.