20-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 15 წლის გოგონა

2023-01-15 12:39:56

ქალაქ დნიპროში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი, მათ შორის 15 წლის გოგონა დაიღუპა, დაშავდა 73.

კორპუსის სიახლოვეს ცეცხლი გაუჩნდა 15-მდე მანქანას.

სახლის ირგვლივ განადგურებულია გათბობის ქსელები და წყლის მილები.

ინფორმაციას მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელზე, კირილო ტიმოშენკოზე, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვალენტინ რეზნიჩენკოსა და დნიპროს მერზე ბორის ფილატოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეზნიჩენკომ მოგვიანებით განაცხადა, რომ დაჭრილებიდან ყველაზე უმცროსი სამი წლისაა. ცხრა წლის გოგონას მდგომარეობა კი მძიმეა.