ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2023-01-11 22:50:00

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვეროლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავრდა.

შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ერთი ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.