წაქცეული და დაზიანებული ნაძვის ხეები

2023-01-11 17:20:07

ძლიერი ქარის შედეგად, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში საახალწლოდ მორთული ნაძვის ხეები წაიქცა. ასევე, ქარმა დააზიანა ფოთის მთავარი ნაძვის ხეც.

ინფორმაციისთვის, ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები და საცხოვრებელი კორპუსების სახურავები.

სტიქიის შედეგად, დაშავდა ერთი პირი. ფოთის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელს ფოტოების გადაღებისას ხე დაეცა. ის კლინიკაშია მოთავსებული.