ლილოს ბაზრობაზე ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, 50 წლამდე ქალი, რომელიც ლილოს ბაზრობაზე იყო დასაქმებული, საპირფარეშოში მოულოდნელად ცუდად გახდა.
ქალი რამდენიმე ადამიანი დახმარების გარეთ გამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ მედიკოსებს შუა ხნის ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
რა გახდა სიკვდილის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.