29 წლის მამაკაცი დაჭრეს

2021-01-07 11:46:21

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 29 წლის მამაკაცი დაჭრეს.

დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ურთიერთდაპირისპირება პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.