პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე, რუსთავში "ქართული ხმები" და ჯგუფი "რეგიონი" იმღერებენ.
რუსთავის საახალწლო სოფელი, სადაც მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთო, სტუმრებს ყოველ შაბათ-კვირას მასპინძლობს.
მთავარი სადღესასწაულო კონცერტი, კი რუსთაველებს შობის წინა დღეს, 6 იანვარს ელოდება.
პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რუსთაველებისთვის "ქართული ხმები" და ჯგუფი "რეგიონი" იმღერებენ.
6 იანვარს, რუსთავის "საახალწლო სოფელი", სტუმრებს საბავშვო-გასართობი ღინისძიებებით, ზღაპრის გმირების მსვლელობით, საშობაო ბაზრობით 15:00 საათიდან უმასპინძლებს.
სადღესასწაულოდ მორთული რუსთავი წელს განსაკუთრებით ლამაზია. საახალწლო ილუმინაციებით განათებულია ცენტრალური ქუჩებიც და შიდასაუბნო სივრცეებიც.
დღეს საღამოს "საახალწლო ზღაპრით" ბავშვებს მშვიდობის სახელობის სკვერი უმასპინძლებს, სადაც საბავშვო სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება.
18:00 საათიდანვე ცოცხალი მისიკით სტუმრებს ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილი "საახალწლო სოფელიც" ელოდება.
დღესვე, 20:00 საათზე, რუსთავის საახალწლო სცენას ჯაზ ორკესტრი დაიკავებს.