რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტი "ჩაერთე" განახორციელეს.
ერთ-ერთი აქტივისტის, გივი შანიძის თქმით, პროექტის ფარგლებში, შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "კესანეს" ბენეფიციარებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს
"რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, USAID-ის და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მცირე გრანტით, განვახორციელეთ პროექტი "ჩაერთე" და შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "კესანეს" ბენეფიციარებს დავუმეგობრდით.
პროექტის ფარგლებში, მოხალისეების ჩართულობით, ცენტრის ეზო გავამწვანეთ. ბავშვებმა შექმნეს ნახატები, ხელნაკეთი ნივთები და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელშეწყობით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. ასევე, დავამზადეთ სათამაშოები, რომლებზეც დატანილია ბავშვების სახელები. საბოლოოდ კი, დღეს, ფალიაშვილის სკვერში, ნაძვის ხე მოვრთეთ", - განაცხადა გივი შანიძემ.