წინასაახალწლოდ ქუჩების მორთვა დაიწყო.

2016-12-05 14:58:51

ქალაქში წინასაახალწლო გაანათებების მონტაჟი დაიწყო.  ფერადი ნათურებისა და სხვადსხვა ფორმის კონსტრუქციების განთავსება ამ დროისთვის მეგობრობისა და შარტავას ქუჩაზე მიმდინარეობს. ააიპ „უზრუნველყოფის“ სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, წელს რუსთავს წინასაახალწლოდ ახალი მორთულობები შეემატება, „უზრუნველყოფის“ სამსახურის მიერ შეძენილი დეკორატიული განათებები და ფიგურები ქალაქში თვის მეორე ნახევროდან გამოჩნდება. სამსახურის ხელმძღვანელის ზაზა კოპატაძის განცხადებით, ძირითადი აქცენტი გაკეთდება და განსაკუთრებულად მოიორთვება განახლებული კოსტავას გამზირი.  წინა წლებისგან განსხვავებით წელს, უფრო მეტად იქნება განათებული შიდა უბნებიც. საახალწლო ნაძვის ხე მერიის შენობის წინ 20 დეკემბერს დამონტაჟდება. როგორც „უზრუნველყოფის“ სამსახურში განაცხადეს, ქალაქში კვლავ ძველი ნაძვის ხე დაიდგმება, თუმცა მასზე ახალი მორთულობები განთავსდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან წინასაახალწლო მორთულობებისთვის  80 000 ლარი იხარჯება.