რუსთავის ღონისძიების პროგრამა

2022-12-16 20:20:33

საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით,  24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის ყველა რეგიონში, მათ შორის რუსთავშიც, საახალწლო ღონისხიებები გაიმართება.

სადღესასწსულო კონცერტს რუსთავი 6 იანვარს უმასპინძლებს.

ღონისძიების ადგილი: თავისუფლების მოედანი

საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 15:00

15:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი;

15:00-20:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები, ზღაპრის გმირები, საბავშვო წარმოდგენები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები;

15:30-19:00 - ზღაპრის გმირების  საზეიმო მსვლელობა მოსიარულე ორკესტრთან ერთად, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან;

19:00-20:00 - ანსამბლი "ქართული ხმები" და ბენდი;                          

20:00-21:00 - ჯგუფი "რეგიონი";

21:00 - საზეიმო ფოიერვერკი.