"წვიმის დროს ეს წყალი ჩამოდის დენის სადენებზე"

2022-12-14 18:26:04

"წვიმის დროს ეს წყალი ჩამოდის დენის სადენებზე და რკინის კარებზე. ბავშვები მყავს სახლში და ხომ შეიძლება დენმა დაარტყას კარებიდან",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მე-19 მიკრორაიონის 2-54-ში მცხოვრებმა ქეთი ბუნტურმა განუცხადა, რომელიც ამბობს, რომ მათ კორპუსში საწვიმარი მილი დაზიანებულია და ყოველი წვიმის დროს წყალი მათ სადარბაზოში ჩამოდის.

ქეთის თქმით, აღნიშნული პრობლემა გაზაფხულის შემდეგ აწუხებთ და საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართეს მერიას, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

"მერიას რამდენჯერმე მივმართეთ ამ საკითხზე და რეაგირება არ ჰქონიათ. იყვნენ მოსულები და ნახეს, ვიდეოც ვაჩვენეთ, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. უკვე თვეებია გრძელდება, ზოგადად სჩვევიათ, სანამ ტრაგედია არ მოხდება მანამ არაფერს შვრებიან. წვიმის დროს ეს წყალი ჩამოდის დენის კაბელებზე და რკინის კარებზე. ბავშვები მყავს სახლში და ხომ შეიძლება დენმა დაარტყას კარებიდან და არც მინდა გავიფიქრო რა შეიძლება მოხდეს",- აცხადებ ქეთი ბუნტური.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა მერიას, სადაც აცხადებენ, რომ ისინი ინფორმირებულები არიან პრობლემის შესახებ, ადგილზე იმყოფებოდნენ მათი წარმომადგენლები და პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა. მერიაში განმარტავენ, რომ საკითხი 7-10 დღეში მოგვარებული იქნება.