რუსთავის ბაზრობაზე წინასაახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა.
ნაძვისხეები, ნაძვისხის სათამაშოები და დეკორაციული ნივთები უკვე დახლებზეა გამოტანილი. გამყიდველების თქმით, წინასაახლწლო ხალხმრავლობა ჯერ არ შეინიშნება, თუმცა მყიდველების მატებას დღე-დღეზე ელოდებიან.
ბაზრობაზე ნაძვისხის ფასები 20 - დან 200 - ლარამდე მერყეობს.
ვინაიდან ასტროლოგიურად 2023 კურდღლის წელია, დახლებზე კურდღლებიც მრავლად არის წარმოდგენილი.
დეკორატიული კურდღლების ფასი 10 - დან 50 - ლარამდე მერყეობს.
სანათებისა და სხვა საახალწლო მოსართავების შეძენას კი საშუალოდ 20 ლარად შეძლებთ.