ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში მამამთილმა რძალი მოკლა.
40 წლამდე ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე 1 პირი უკვე დააკავეს.
უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.