რუსთავის მთავარი ნაძვის ხე აინთო.
თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში, მცირე წინასიტყვაობით უფლისწულმა აანთო, რასაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და ქალაქის ისტორასთან იყო კავშირში.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, ამით სურდათ რუსთავის ისტორია გაეცოცხლებინათ და ის მთავარი ღირებულება გაეხსენებინათ ყველასთვის, რაც თითქოს მივიწყებულია.
"ყველაზე მეტად გახარებული ვართ იმით, რომ ამდენი შრომა, რაც თითოეულმა მერიის თანამშრომელმა ბოლო 1 თვის განმავლობაში გაწია, ასე ძალიან კარგი განწყობით დასრულდა.
ქალაქის ისტორია, რომელიც გავაცოცხლეთ, ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამით გვინდოდა რუსთავზე უფრო მეტი გვეთქვა, ის მთავარი ღირებულება და ისტორია გაგვეხსენებინა ყველასთვის, რაც თითქოს დავიწყებულია, თითქოს ეს არის მეტალურგთა ქალაქი, ამ დროს კი ჩვენს ქალაქს აქვს ძალიან ლამაზი და ძალიან დიდი ისტროია.
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მერიის თითოეულ თანამშრომელს, ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც დაუღალავად, დღედაღამე იშრომა იმისთის, რომ დღეს ამდენი პატარა ყოფილიყო გახარებული და ბედნიერი", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ღონისძიებას მუსიკალურად ანსამბლი "თუთარჩელა" აფორმებდა.