რუსთაველები დედაქალაქიდან რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
"ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ სპორტის სასახლესთან, მიკროავტობუსების სადგომზე, ათობით მგზავრი ტრანსპორტის მოლოდინშია.
"უკვე ერთი საათია მიკროავტობუსებს ველოდებით. მიტინგი გეგონებათ იმდენი ხალხია. რუსთაველებს არავინ ყურადღებას არ გვაქცევს" - წერს "ინფო რუსთავს" ერთ-ერთი მგზავრი.
როგორც "ინტერტრანსში" აცხადებენ, შეფერხების მიზეზი დედაქალაქში წარმოქმნილი რამდენიმესაათიანი საავტომობილო საცობია. მათივე ინფორმაციით, კომპანია თითოეული მგზავრის რუსთავში დაბრუნებას უზრუნველყოფს.