რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს:
10 დეკემბერი 20:00 სთ. რუსთავი მთავარი მოედანი.
ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება. 2023 წლის მთავარი ფერი რუსთავის სახალწლო სოფელში ოქროსფერია. ოქროსფერი ნაძვის ხის გარშემო მოწყობილ საახალწლო სოფელში, სიურპრიზებით სავსე დღესასწაული, 10 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს რუსთაველებს.
პირველი სიურპრიზი, რუსთავის საახალწლო დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა- უფლისწული იქნება.
უფლისწულის თემა, ძველი რუსთავის ისრტორიას უკავშირდება. იქ სადაც ახლა რუსთავია გაშნებული, მე-4 საუკუნიდან ქართველ მეფეთა საუფლისწულო რეზიდენცია, ბოსტან ქალაქი ანუ უფლისწულთა ადგილმამული იყო. სწორედ უფლისწული აანთებს 10 დეკემბერს საახალწლო სოფელს და ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს.
დღესასწაულს მუსიკალურად ანსამბლი "თუთარჩელა" გააფორმებს, ნაძვის ხის ანთებამდე, დარჩენილ წამებს, ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილი რუსთაველები ერთხმად დათვლიან. პირველი წინასაახალწლო დღესასწაული რუსთავში, რომელიც კიდევ ერთი ლამაზი ტრადიციის დასამაბი შეიძლება გახდეს რუსთაველებისთვის, ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდება. 10 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით საახალწლო სოფელი თითქმის ყოველდღე ახალი პროგრამით უმასპინძლებს სტუმრებს.
6 იანვარს, საშობაოდ, კი შობა-ახალწელს რუსთავისთვის "ქართული ხმები" და ჯგუფი "რეგიონი" იმღერებენ.