განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი, სავარაუდოდ, 2023 წლის თებერვლიდან გახდება - იგეგმება ავტომობილების მომეტებული ხმაურის ინსპექტირებაც.
ტექინსპექტირების პროცესში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილმა ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.
"ჩემი ინფორმაციით, განმეორებითი ტექინსპექტირების შესახებ ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს, თუმცა ეს ჯერჯერობით ტექნიკურ რეგლამენტში ასახული არაა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილება 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება.
ასევე, ტექნიკურ რეგლამენტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, შემოღებული უნდა იყოს ხმაურის ინსპექტირება, თუმცა ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა სახით იქნება ეს განხორციელებული. მომატებული ხმაურის ინსპექტირება მოხდება ინსპექტირების პროცესში. ზოგ ავტომობილს სპეციალური "მაყუჩი" უკეთია, რომელიც ზედმეტ ხმას გამოსცემს. ხმაური დადგენილ ზღვარს თუ გადააჭარბებს, ამ შემთხვევაში დახარვეზდება", - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი