რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2022-12-07 00:32:58

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

11:00-დან 16:15 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, მე-15, მე-7, მე-14 მიკრორაიონებში, ლებანიძის, მეგობრობის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.