რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში ელექტრო ელ. ენერგია რამდენჯერმე გაითიშა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქართველოს ელექტრო სისტემაში განუცხადეს, ელ. ენერგიის გათიშვა რამდენჯერმე გადართვითი სამუშაოების გამო მოხდა.
მათივე თქმით, სომხეთთან დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზზე „ალავერდი“ სომხეთის მხრიდან ელექტროენერგიის მოწოდება შეიზღუდა.