ტექნიკური ხარვეზის გამო 2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშების სარეგისტრაციო პერიოდი ხელახლა დაიწყება. ყველა აპლიკაცია, რომელიც 2017 წლის 18 ოქტომბრამდე შეივსო, თავიდან უნდა შეივსოს იმისთვის, რომ განხილულ იქნას. 2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშებისთვის ახალი სარეგისტრაციო პერიოდი 2017 წლის 18 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება და 2017 წლის 22 ნოემბერს, 20:00 საათზე დასრულდება. ახალი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში აპლიკანტებს ექნებათ უფლება შეავსონ მხოლოდ ერთი აპლიკაცია, რათა არ იქნან დისკვალიფიცირებულნი. ინდივიდები, რომლებიც ახალი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში ერთზე მეტ აპლიკაციას შეავსებენ, დისკვალიფიცერბულნი იქნებიან. 2019 წლის გათამაშების მონაწილეთა შერჩევის დაწყება 2018 წლის 15 მაისიდანაა დაგეგმილი. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი კვალიფიციური ქვეყნის მიხედვით აპლიკანტთა წარუმატებელმა განაწილებამ გამოიწვია, რადგან აპლიკანტი კვალიფიციურ ქვეყანას დაბადების ადგილის მიხედვით არ უთითებდა.