უკრაინაში რუსთაველი მებრძოლი გარდაიცვალა

2022-12-04 00:12:44

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დღეს დაღუპულ 5 ქართველს შორის ერთ-ერთი რუსთაველი მერაბ ალადაშვილია.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მერაბ ალადაშვილი 45 წლის იყო, ის რუსთავში დაიბადა და გაიზარდა, ბოლო წლებში კი უკრაინაში ცხოვრობდა.

შეგახსენებთ, უკრაინაში დღეს 5 ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ხუთივე მათგანი ბახმუტთან, რუსეთის მხრიდან საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა.

მერაბ ალადაშვილთან ერთად, ოკუპანტებთან ბრძოლას, ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია და რომეო ფირჩხაია შეეწირნენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები