რუსთავში კაცს ეძებენ [photo]

2022-12-02 00:21:22

რუსთავში 60 წლამდე ვასიკო ბაკურაძეს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული კაცის ახლობელმა განუცხადა, მამაკაცი 23 ნოემბერს დილის 05:00 საათზე სამსახურში წავიდა და მას შემდეგ არავის უნახვს.

"სახლიდან გავიდა დიდლის 5 საათზე მიდიოდა სამსახურში, ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ლესელიძის მიმართულებით. ველოსიპედით გადაადგილდებოდა ყოველთვის, ახლაც ველოსიპედით იყო, ფეხით არასდროს დადიოდა", - აცხადებს დაკარგული კაცის ნათესავი.

მისი თქმით 60 წლამდე ვასიკო ბაკურაძეს სამართალდამცავებიც ეძებენ.

თუ ფლობთ დაკარგული კაცის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე - 577528990