სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე სანქცია გაიზარდა.
კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან ხმოვანი სიგნალის, ასევე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო კანონპროექტები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.