"გაისად ეს თანხა გახდება 200 ლარი"

2022-11-28 14:29:46

2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარიდან 200 ლარამდე გაიზრდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

"სოციალური მიმართულებით მომდევნო წელს სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. გვქონდა ყველა მიმართულებით ზრდა და ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში განსაზღვრული. მოგეხსენებათ, რომ თითო ბავშვზე დახმარება იყო 50 ლარი და გაისად 2023 წლის პირველი ივლისიდან ეს თანხა გახდება 200 ლარი თითო ბავშვზე. ამაზე დაიხარჯება 65 მილიონი ლარი",- განაცხადა ღარიბაშვილმა.