"თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა!"

2022-11-25 21:37:50

რესპუბლიკის მოედანზე ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქციის სლოგანია "თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა!"

აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გაუპატიურების მუხლის ცვლილებაა. დღევანდელი რედაქციით, გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ისეთი სქესობრივი დანაშაული, რომელსაც თან ძალადობაც ახლავს, და არა ის შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი მოძალადეს წინააღმდეგობას არ და ვერ უწევს, თუმცა აქტზე თანახმა არაა. სწორედ აღნიშნული ნაწილის შეცვლას ეხება შეკრებილების მოთხოვნა.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობას მართავენ.

25 ნოემბერი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები