"შავი პარასკევი" საქართველოში [video]

2022-11-25 21:00:31

"შავი პარასკევი", რომელიც მსოფლიო მასშტაბით სავაჭრო სფეროში ფასდაკლებების დღედ ითვლება, "ინფო რუსთავმა" "სითი მოლში" გადაიღო. [ვიდეო/video]

სავაჭრო ცენტრში ხალხმრავლობა მთელი დღის განმავლობაში შეინშნებოდა.

განსაკუთრებულად ბევრი ხალხი შედარებით უფრო ცნობილი ბრენდების მაღაზიებში იყო.

შერჩეულ მოდელებზე 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობდა მომხმარებელს ZARA, ასევე შერჩეულ მოდელებზე 30%-იანს Stradivarius, Bershka და FULL&BEAR. 50%-მდე ფასდაკლება იყო შერჩეულ მოდელებზე Mango-ში, ხოლო ნებისმიერ ნივთზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობდა მომხმარებელს ALDO და US Polo Assn. H&M-ში 20% აკლდებოდა სრულ კოლექციას. 3+1 აქცია და 30%-დან-60%-მდე ფასდაკლებები მოქმედებდა LC Waikiki -ში.

რა თქმა უნდა, ეს სრული ჩამონათვალი არაა და საუბარია მაღაზიებზე, სადაც შეინიშნებოდა შედარებით უფრო მეტი ხალხი.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მათგანში ფასდაკლებები უკვე რამდენიმე დღეა მოქმედებს და კიდევ გაგრძელდება.

არის თუ არა ნივთებზე ქართული შეღავათები გრანდიოზული, ეს მომხმარებლის შესაფასებელია. საინტერესოა, შეიძინეთ თუ არა რამე. რას ფიქრობთ ქართული "შავი პარასკევის" შესახებ, დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრება კომენტარის სახით.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები