ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

2022-11-24 23:12:08

თერჯოლაში ერთ-ერთ მაღაზიაში ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა.

მაღაზიაში, სადაც ქალი იყო დასაქმებული, ახალგაზრდა კაცი შევიდა, ქალს ბენზინით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებულ ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ამის შემდეგ კაცმა თვითმკვლელობაც სცადა, რის გამოც გადაყვანილია კლინიკაში.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მაღაზიის კიდევ ერთი თანამშრომელი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თერჯოლაში, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.