ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა

2022-11-22 19:33:41

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხარაგაულში შუახნის მამაკაცებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს 50 წლამდე კაცს, ხოლო 40 წლამდე კაცი კი დაჭრეს.

"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.