საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში 123-მა დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები მიიღო.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"დღეს მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც უკავშირდება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას. საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში 123 დევნილ ოჯახს 137 ერთეული უძრავი ქონება, საცხოვრებელი ფართი გადაეცა. საცხოვრებლები თბილისში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისში, წყალტუბოში, მცხეთაში, ბათუმში, ახალციხეში, ხობში, მარტვილში, სენაკში, წალენჯიხაში, ფოთში, ჩხოროწყუში, ქობულეთში, გურჯაანში, თეთრიწყაროში, გარდაბანსა და ხაშურში მდებარეობს“,-განაცხადა დავითაშვილმა.